|
2016-05-26 13:53:58, 593 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: დღევანდელი დღესასწაული იმ ადამიანების დამსახურებაა, რომელთა გმირობითაც ყოველთვის ვიამაყებთ
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავს. ხიდაშელმა სიტყვით გამოსვლისას თინა ხიდაშელმა ის ისტორიული პერიპეტიები გაიხსენა, რაც ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებლობის ბრძოლის გზაზე გამოიარა. მან გაიხსენა როგორც 98 წლის წინ არსებული ვითარება, ისე 25 წლის წინანდელი სიტუაცია, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. „98 წლის წინ, აქ, ამ ადგილთან ძალიან ახლოს, რუსთაველის გამზირზე საფუძველი ჩაეყარა პირველ ქართულ რესპუბლიკას. ქართულ დემოკრატიულ სახელმწფიოს, რომელმაც ბევრი თაობის ოცნება რეალობად აქცია და ოკუპაციის პირობებშიც კი, ჩვენ ორიენტირად იქცა. მაშინ, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ქართულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ელიტამ, ერთხმად გამოაცხადა, რომ აქ, ამ მიწაზე, დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა, რესპუბლიკა, რომელიც დაეფუძნებოდა ადამიანის უფლებებს, ადმაიანის თავისუფლებას, ყველას თანასწორობას, რესპუბლიკა, რომელიც იბრძოლებდა მისი მოქალაქეების უსაფრთხოების და კეთილდღეობისთვის. დღეს განსაკუთრებით მინდა მივესალმო, ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლებს, რომლებიც აქ, ჩვენთან ერთად იმყოფებიან. ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, ჩხენკელის, ბერიშვილის და სხვათა შთამომავლები, რომლებიც ჩვენთან ერთად ზეიმობენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 25 წლის წინ აქვე, პარლამენტის შენობის დარბაზში, მორიგ ჯერზე დაგვჭირდა ქართული რესპუბლიკის გამოცხადება, რაც ადასტურებს, რომ ეს გზა არ ყოფილა ადვილი, ეს იყო ბრძოლის, ომის, თავგანწირვის, თავისუფალი საქართველოს იდეას შეწირული ბევრი თაობების მიერ გავლილი გზა. „არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა“ - ასე მიმართა 98 წლის წინ ქართველმა გენერალმა საქართველოს და მე ვფიქრობ, ეს სიტყვები მთელი საქართველოს ისტორიაა. დიახ, კლავდნენ და არ კვდებოდა, მაინც დგებოდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. ეს დღე - 26 მაისი ჩვენია. ეს დღე ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული უპირველესად იმ ქალების და კაცების, იმ ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე მოვუყვებით ჩვენს შვილებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ხიდაშელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე და აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის უარს ეტყვის ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება. „ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს, ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება, არას პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიას და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ერთგულებას ყოველთვის, როდესაც ამის საჭიროება იქნება ჩვენი არჩევანის მიმართ - ვიბრძოლოთ ძლიერი, უკეთესი, ბედნიერი, ევროპული საქართველოსთვის. ეს დღე ჩვენია და ყოველი დღე ისტორიულია, რომელიც პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აქ თავისუფლების მოედანზე შედგება. დღეს პირველად საქართველოში, თავისუფლების მოედანზე დგას ნატო-ს ქართული ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენ ჩვენს ბუნებრივ, ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს, ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში. მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს ამ მიღწევისთვის, შესაძლებლობისთვის და ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ უფრო გვაახლოვებს ევროპულ საქართველოსთან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
NATO-ს ახალი სპეცწარმომადგენელი სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, ისაუბრეს პარტნიორობის განვითარებაზე
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)