|
2016-05-26 13:19:06, 555 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩვენ ერთად მივაღწევთ იმ გამარჯვებებს, რომელსაც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოება ჰქვია
საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგვლეაშვილმა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. მთავარსარდალმა იქამდე წვევამდელების ფიცი ჩაიბარა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, ამ დღეს პირველ რიგში ქართულ ჯარს ულოცავს. მანვე ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებზეც, ასევე ემიგრანტებსა და საქართველოს მოკავშირეებს. „თანამემამულენო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. ეს დღე მე მინდა მივულოცო ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, მე მინდა ეს დღე მივულოცო მილიონობით საქართველოს მხარდამჭერს მთელს მსოფლიოში და ჩვენს მეგობრებს, ჩვენს ემიგრანტებს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობს. უპირველესად მინდა მივულოცო ჩემს თანამებრძოლებს, საქართველოს ჯარს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე იმ საერთაშორისო მისიებში, რომლებშიც ისინი ემსახურებიან სამშობლოს, მინდა მივულოცო ჩვეს მოკავშირეებს, რომლებიც დღეს აქ თავისუფლების მოედანზე ამაყად დგანან ჩვენთან და იცავენ ჩვენს საერთო იდეალებს, იდეალებს საქართველოს დამოუკიდებლობისა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა ის გმირებიც გაიხსენა, ვინც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირა. მან ამ კონტექსტში ახსენა, რამდენიმე დღის წინ სოფლელ ხურჩაში ოკუპანტების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიაც. მთავარსარდალმა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას გმირობაც გაიხსენა. „დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ გმირებს, ვინც სიცოცხლე გაწირა ამ მშვენიერი დღისათვის, ჩვენ ვიხსენებთ თანამემამულეს, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ შეეწირა ოკუპაციას სოფელ ხურჩაში. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, როგორ იდგებოდნენ ისინი ჩვენთან ერთად და როგორ იზეიმებდნენ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ ვიხსენებთ, 25 წლის წინ, როგორ გავერთიანდით ეროვნულ მოძრაობაში და მივაღწიეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას. დღეს ჩვენ ვიხსენებთ ამ ბრძოლის ლიდერს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელმაც ეს დღე რეალობად აქცია. 25 წლის წინ ჩვენ დავიწყეთ სვლა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. თავისუფლებისკენ სვლა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევქმნათ თავისუფალი ადამიანების შექმნილი თავიუსფალი საზოგადოება. თავისუფალი ადამიანი არა მარტო თვითონ არის თავისუფალი, არამედ იცავს და პატივს სცემს სხვათა თავისუფლებასაც. ასეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ. ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, სადაც თითოეული ადამიანის თავისუფლება დაცულია. ეს არის ჩვენი ტრადიციები და ეს არის ჩვენი ღირებულებები. სწორედ ამიტომ, ამ სულისკვეთებით, წლევანდელი წელი ასეთი მნიშვნელოვანი წელი 25 წლის დამოუკიდებლობისა, მე ევროპული სახელმწიფოს წლად გამოვაცხადე, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი ინდივიდუალური და კულტურული ევროპელობა, ჩვენ სწორედ სახლემწიფოებრიობაში ამ წელს უნდა გადავიტანოთ. ამ წელს ჩვენს კიდევ მტკიცე ნაბიჯებს გადავდგავთ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. დღეს აქ თქვენთან ვდგავარ და ვზეიმობ ამ მშვენიერ დღეს და ვხედავ იმ გამარჯვებებს, რომლებშიც ჩვენ ერთად ვიქნებით, იმ გამარჯვებებს რომელსაც მივაღწევთ როგორც თავისუფალი, დამოუკიდებელი, დემოკრატიული და თანამედროვე ერი. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)