14:03 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 12:57:09, 555 ნახვა

სამხედრო
ქვეყნის მთავარსარდალმა წვევამდელების სამხედრო ფიცი ჩაიბარა

პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართა.

თავისუფლების მოედნის ღონისძიების პარალელურად ცერემონიალები მოეწყო კახეთში - იყალთოს მონასტრის ეზო, სამეგრელოში - ნოქალაქევის ციხე სიმაგრე, სამცხე-ჯავახეთში - ვარძიის მიმდებარე ტერიტორია, იმერეთში - ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში - ბათუმის ბულვარი.

დედაქალაქში წვევამდელების სამხედრო ფიცი ქვეყნის მთავარსარდალმა გიორგი მარგველაშვილმა ჩაიბარა.

ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მინისტრთა კაბინეტის სხვა წარმომადგენლები, საკანონმდებლო ორგანოს წევრები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თავისუფლების მოედანზე განლაგებულია სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა - „აბრამსი“ და „ბრედლი“. ღონისძიებაზე რეკრუტების გარდა წარმოდგენილნი იყვნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების XII ბატალიონის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების „ალფა“ ასეული, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის და დიდი ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეები.

ფიცის დადების ცერემონიალში წელს, პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის საპარშუტო-სადესანტო პოლკის ორკესტრმა, ლატვიის შეიარაღებული ძალების ეროვნულმა ორკესტრმა და აშშ-ის საჰაერო ძალების ორკესტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics