2016-05-26 12:39:57, 600 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა სამარცხვინო იყო, ასეთი მომენტები აღარასოდეს არ უნდა განმეორდეს
ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ის რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა სამარცხვინო იყო.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რათა მსგავსი ფაქტი საქართველოში არასოდეს განმეორდეს.
„რაც 2011 წლის 26 მაისს მოხდა სამარცხვინო იყო. ბევრი ადამიანი დაშავდა, დასახიჩრდა. სამწუხაროდ დაიღუპა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი დრო და მომენტები საქართველოში არასოდეს განმეორდეს“, - განაცხადა კალაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან