10:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-26 11:02:39, 562 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს ცხრა ქვეყნის საპარლამენტო დელეგეცია ეწვია

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მოწვევით, თბილისს უცხო ქვეყნის ცხრა საპარლამენტო დელეგაცია ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საკანონმდებლო ორგანოს ცნობით, მათ შორის არიან უკრაინის, პოლონეთის, ლიტვის, ლატვიის, ისრაელის, ჩეხეთის, ბელარუსის, სომხეთისა და თურქეთის პარლამენტების სპიკერები, ვიცესპიკერები და პარლამენტის წევრები, აგრეთვე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.

„26 მაისს, საპარლამენტო დელეგაციები და მაღალი რანგის სტუმრები, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლის საიუბილეო ღონისძიებებში, კერძოდ, დაესწრებიან საქართველოს საჯარისო ნაწილების წვევამდელთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას (თავისუფლების მოედანი), საზეიმო კონცერტს (პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია) და საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ სახელმწიფო მიღებას.

ამასთან, საქართველოში ვიზიტად მყოფი საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები დაათვალიერებენ საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებულ ფოტოგამოფენას (პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი), სადაც წარმოდგენილი იქნება 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმთან, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენასთან და 1991 წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, გაზეთები და ფოტო მასალა. ანალოგიური ისტორიული მასალები დამთვალიერებლებისთვის 26 მაისს რუსთაველის დრამატული თეატრის ფოიეშიც გამოიფინება.

დელეგაციების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან და სხვა ოფიციალურ პირებთან“, - აღნიშნულია პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics