10:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:58:48, 478 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გამართა შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ რაჰიმფურთან (Ebrahim Rahimpur), რომელიც საქართველოს ეწვია დამოუკიდებლობის  დღის  25-ე წლისთავთან დაკავშრებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად.

შეხვედრის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  ირანის მთავრობის სახელით მიულოცა ქართულ მხარეს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი და საქართველოს მთავრობას წარმატებები  უსურვა  დასახული გეგმების განხორციელებაში.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქართულ მხარეს გადასცა ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ისჰაყ ჯაჰანგირის მოსაწვევი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელზე. აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გააქტიურებული პარტნიორობა სხვადასხვა მიმართულებებით, რაც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში. შეხვედრისას კმაყოფილებით აღინიშნა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics