10:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 18:55:54, 560 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან ვიგენინი მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კრისტიან ვიგენინმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს.

მხარეებმა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო განიხილეს. ქვეყნის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდება.

გიორგი მარგველაშვილმა კრისტიან ვიგენინთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც განიხილა და ყურადღება ხურჩაში მომხდარი საზარელი მკვლელობისა და ოკუპანტების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე გაამახვილა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ, კი ოკუპანტებმა საქართველოს მშვიდობიანი, უდანაშაულო  მოქალაქე მოკლეს, რაზეც სამართლებრივი რეაგირება აუცილებელია.

გარდა ამისა, კრისტიან ვიგენინთან საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესიის ჩატარების განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელსაც თბილისი ივლისის დასაწყისში უმასპინძლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics