2016-05-25 16:27:45, 667 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე: ინსტიტუციების გამართულად მუშაობა ქვეყნის დემოკრატიულობის საფუძველია
დღეს როდესაც სასამართლოს მიმართ ნდობა აღსადგენია, პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი სასამართლოს გაჯანსაღების პროცესს არ შეაფერხებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსტიტუციების დაცვის გარანტი.
”ინსტიტუციების გამართულად მუშაობა არის ქვეყნის დემოკრატიულობის საფუძველი. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს გამართულად მუშაობას ხელს შეუწყობს”, - განაცხადა მიშველაძემ.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცება მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან