|
2016-05-25 14:59:38, 548 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა არარეზიდენტი ელჩები მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს, არარეზიდენტი ელჩები მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილს რწმუნებათა სიგელები 6 ქვეყნის დიპლომატმა გადასცა: ჰონდურასის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა რამონ კუსტოდიო ესპინოსამ (რეზიდენციით ბერლინი), ბენინის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ანისეტ გაბრიელ კოჩოფამ (რეზიდენციით მოსკოვი), არაბთა გაერთიანებული საამიროების დანიშნულმა ელჩმა იასიმ მოჰამად მუბარაკ აბდულა ალ ქასიმმა (რეზიდენციით ერევანი), ტაჯიკეთის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა ზოჰირ საიდოვმა, (რეზიდენციით ბაქო), ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა დოან თი სუან ჰიენმა (რეზიდენციით ასტანა), მოლდოვის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა გიორი ლეუკამ, (რეზიდენციით ბაქო). რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა არარეზიდენტ ელჩებს არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)