08:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 14:27:10, 483 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ჰანნეს ჰანსოს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ესტონელი მინისტრი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი არსებობს და ნაყოფიერია თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ასევე აქტიურია ურთიერთობები თავდაცვის სამინისტროებს შორის. ჰანნეს ჰანსომ, თავის მხრივ, ასევე დაადასტურა, რომ ესტონეთი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ურთიერთობების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და დახმარებას უწევს ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კიბერ-უსაფრთხოების განვითარების კუთხით, სადაც ესტონეთი ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას წარმოადგენს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების ვითარებას და ნატო-ს ვარშავის სამიტზე საქართველოსა და ესტონეთის მოლოდინებს. ჰანნეს ჰანსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ესტონეთი კვლავაც საქართველოს მტკიცე მხარდამჭერად რჩება და შემდგომი დახმარება აღუთქვა ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მიხეილ ჯანელიძემ ჰანნეს ჰანსოს ასევე გააცნო ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა და იმედი გამოთქვა, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. შეხვედრაზე, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას, გამოწვევებსა და საფრთხეებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics