|
2016-05-25 13:35:17, 616 ნახვა
პოლიტიკა
ბარაკ ობამა ამერიკელი ხალხის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ამერიკელი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავენ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მილოცვაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნავს, რომ საქართველო, დემოკრატიული პროგრესის კუთხით, რეგიონული ლიდერია. „პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით, ნება მომეცით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი. 26 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას მეოთხედი საუკუნე უსრულდება. საქართველო რეგიონალური ლიდერია დემოკრატიული პროგრესის კუთხით. ეს უდიდესი მიღწევაა - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია", - ნათქვამია მილოცვაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. „ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პარტნიორობას და მის მიერ ერისა და რეგიონის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ავღანეთში გაღებულ მსხვერპლს. ვულოცავ ქართველ ერს ამ საამაყო დღესასწაულს და მომავალშიც მოუთმენლად ველი პარტნიორობის გაღრმავებას დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოსთან", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)