08:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 12:58:27, 577 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან  ინარა მურნიეცესთან გამართა შეხვედრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

გიორგი მარგველაშვილმა ლატვიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ხურჩაში მომხდარ შემაძრწუნებელ ინციდენტს. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე. საუბარი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხსა და ნატო-ს ვარშავის მოახლოებულ სამიტსაც შეეხო.  აღნიშნულთან დაკავშირებით ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

მხარეებმა მოახლოებული არჩევნებისა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებაც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ არჩევნები სამართლიანი, დემოკრატიული და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდება. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სეიმის თავმჯდომარეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით სტუმრობისათვის.

თავის მხრივ სეიმის სპიკერმა, მიულოცა საქართველოს ეს მნიშვნელოვანი თარიღი და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics