08:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 23:04:20, 521 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ხაბაძე უჩა ნანუაშვილს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის აპარატის და   აჭარის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონის ძირითადი გამოწვევები, კერძოდ, ე.წ „მუყაოს ქალაქში "თვითნებურად შესახლებულთა საკითხი,  ეკომიგრანტთა დახმარებისათვის არსებული რესურსები და პროგრამები, ასევე ბულვარის თემასთან, მუსლიმთა მოთხოვნებთან და ჰესების მშენებლობასთან  დაკავშირებული საკითხები.

 „ჩვენ საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ჩვენი გადმოსახედიდან იყო მნიშვნელოვანი და მივიღეთ საჭირო დეტალური ინფორმაცია. ასევე შევეხეთ იმ რამდენიმე საქმეს, რომელიც ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში მომხდარ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან იყო დაკავშირებული" - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ პრობლემათა გადაჭრის გზებზე, ასევე მთავრობის მიერ ამ მიმართულებით უკვე განხორციელებულ ღონისძიებებზე.  „შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული და პროდუქტიული, დაახლოების სამი საათი გაგრძელდა, სახალხო დამცველს მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა იმ საკითხის ირგვლივ, რომელიც მათ აინტერესებდათ, არის რიგი საკითხები სადაც წარმატებები გვაქვს, არის ასევე საკითხები რომელთა გამოსასწორებლად უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო" - განაცხადა არჩილ ხაბაძემ. მან ასევე ისაუბრა იპოთეკარების საკითხში დადებით ძვრებზე. როგორც არჩილ ხაბაძემ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, „პირველ ეტაპზე ჯერ კიდევ შარშან, დახმარება გაეწია 30-მდე იპოთეკარს,  მომავალ კვირაში კიდევ რამდენიმე იპოთეკარს მიეცემა რეფინანსირების საშუალება".

მთავრობის თავმჯდომარე სახალხო დამცველს ესაუბრა ასევე იმ პროექტის შესახებ, რომელიც დაეხმარება ე.წ მუყაოს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. პროექტი ითვალისწინებს „სამანერვო სახლის" აშენებას მხოლოდ იმ კატეგორიისთვის, რომელიც ეკომიგრანტთა დახმარების კრიტერიუმებში არ შედის, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან   დახმარებას საჭიროებს. რაც შეეხება ეკომიგრანტებს, არჩილ ხაბაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ დასახმარებლად აჭარის მთავრობას სპეციალური პროგრამები აქვს განხორციელებული და ეს დადებითი პროცესი იგივე ტემპით გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics