08:50 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 18:08:13, 594 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს მოგენს ლიკეტოფტს  შეხვდა. 

ქართულმა მხარემ შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს გენერალური ასამბლეის როლსა  და მის წვლილს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საკითხებში.

მხარეებმა რეგიონში არსებულ გამოწვევების შესახებ იმსჯელეს.  საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია, რამდენიმე დღის წინ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის გამო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სულ ახლახანს, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის  მოწმენი გავხდით, რაც ანექსიამდე მიგვიყვანს.

მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics