|
2016-05-24 16:21:42, 554 ნახვა
პოლიტიკა
ლატვიის საგარეო მინისტრი: საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატო-ში ერთიანი პოზიცია არ აქვთ
„საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ში ერთიანი პოზიცია არ აქვთ“,- ამის შესახებ ედგარს რინკევიჩსმა სააგენტო „დელფისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწერიანებაზე საუბარი არ არის, თუმცა ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკა კვლავ მოქმედებს, “ნატო ყოველთვის აცხადებდა „ღია კარის” პრინციპის შესახებ. თუმცა ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ საქართველოს ან უკრაინის ნატო-ში უახლოეს მომავალში მონაწილეობის შესახებ. რა თქმა უნდა, იყო ბუქარესტის სამიტი, სადაც აღინიშნა, რომ თუ ეს ქვეყნები იქნებიან მზად და ნატო-ს ყველა წევრი იქნება თანახმა, მაშინ ასეთი რამ ოდესმე შეიძლება მოხდეს. თუმცა დღეს თავად ნატო-ში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა გავუგზავნოთ კიევსა და თბილისს არასწორი სიგნალი და ასეთი შესაძლებლობა საერთოდ გამოვრიცხოთ. ის ფაქტი, რომ ალიანსს მონტენეგრო უერთდება, თვალსაჩინო დადასტუებაა იმისა, რომ “ღია კარის” პოლიტიკა მოქმედებს", - აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)