07:18 - 22 Apr, 2026
|
2016-05-24 16:00:02, 600 ნახვა
პოლიტიკა
გრუშკო: საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე
საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე, - ამის შესახებ Russia Today ნატო-ში რუსეთის ელჩზე ალექსანდრ გრუშკოზე დაყრდნობით იუწყება. მედიის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გრუშკომ ბრიუსელში ვიზიტისას გააკეთა. „ვფიქრობ, რომ ნატო-ში გონივრულად იმოქმედებენ, რადგან საქართველოს ნატო-ში მიღება იქნება დარტყმა ევროპულ უსაფრთხოებაზე. ეს არის კოლოსალური რისკი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა გრუშკომ. ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, ვარშავის სამიტის შემდეგ "ნატო-ში უფრო მეტი საქართველო იქნება".
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)