|
2016-05-24 14:16:35, 535 ნახვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო ნატო-სგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს როლზე და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გარანტირებული, თუ ქვეყანაში ერთიანობა და დემოკრატიული ღირებულებები იქნება დაცული. „დიდი პატივია ვუმასპინძლოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მეათე კონფერენციას. მნიშვნელოვან დროს ტარდება ეს კონფერენცია. ხვალ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი შეგვაქვს საერთაშორისო მისიებში, რითაც დავადასტურეთ, რომ გვინდა უსაფრთხოება, ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა ავაშენოთ უფრო ძლიერი და მყარი სახელმწიფო, რომ ახალ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. გვესმის, რომ საქართველოს უსაფრთხოება მხოლოდ შეიძლება იყოს გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუ ერთიანობა და დემოკრატიული ღირებულებები იქნება დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ეს იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული და მთავრობა მიმართულია გააღრმაოს ეს ურთერთობები ევროკავშირთან. ვიმედოვნებ, მალე დაგვიდასტურდება ვიზალიბერალიზაციის სტადია. ჩვენი არჩევანი მიგვიყვანს მყარი შედეგისკენ. სამხედრო წვრთნები აძლიერებს ჩვენს სამხედრო ძალებს. მინდა მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მიმართ. მჯერა სიძლიერე ერთიანობაშია. დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთიანობას, ალიანსის სიძლიერეს და ეს იქნება წინაპირობა სტაბლიურობის. საქართველო ელოდება ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ალიანსისგან და ვიმედოვნებთ, აღიარებული იქნება პროგრესი, რაც ჩვენ ამ გზაზე განვიცადეთ. ველოდებით ძლიერ მხარდაჭერას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი უნარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)