|
2016-05-24 13:31:49, 604 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია მიმდინარეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 24-25 მაისს რიგით მე-10 „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) მასპინძლობს. კონფერენცია თბილისში, სასტუმროში „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ მიმდინარეობს. კონფერენციის ოფიციალურ გახსნამდე გაერთიანებული სამეფოს ჯარის, უელსის დედოფლის სამეფო პოლკის პარაშუტისტების მხტომელთა “The Tigers” ჩვენება გაიმართა. კონფერენცია გახსნეს და მონაწილე სტუმრებს სიტყვით მიმართს - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტიმა დეიმონ უილსონმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. კონფერენციაზე ოთხი ინტერაქტიული თემატიკა განიხილება. პირველი დღე მთლიანად მიეძღვნება ნატოს, სადაც მთავარი აქცენტი მოახლოებულ ვარშავის სამიტზე გაკეთდება. მეორე დღეს კი, სამი ძირითადი თემატიკის განხილვა მოეწყობა - შავი ზღვის ფართო რეგიონის, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილის უსაფრთხოება; თანამედროვე საერთაშორისო წესრიგი და მისი მცირე ქვეყნებზე ზეგავლენა და ომის არაკონვენციური განზომილება. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ელის, რომ კონფერენცია ძალიან წარმატებული იქნება და საუბარი შეეხება ყველაფერს, რაზეც დღეს ცდილობენ იპოვონ გამოსავალი ევროპამ და ნატო-მ. „ველით წარმატებულ კონფერენციას. ამ კონფერენციის დამთხვევა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისთვის მოხდა სწორედ იმიტომ, რომ თბილისიდან ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან, მეგობარი ქვეყნების მინისტრებთან, გენ-შტაბის უფროსებთან, გენერლებთან ერთად ვისაუბროთ მსოფლიოს უსაფრთხოებაზე, გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს ცივილიზებული სამყარო დგას. ეს კონფერენცია მხოლოდ საქართველოს შესახებ არ იქნება. მისი სახელიც - „უელსიდან ვარშავამდე“ არ არის მხოლოდ საქართველოს შესახებ. საუბარი შეეხება ყველაფერს, რაზეც დღეს ვასუბრობთ, ვმსჯელობთ, ცდილობენ იპოვონ გამოსავალი ევროპამ და ნატო-მ. ველოდებით, რომ ძალიან საინტერესო დისკუსიები იქნება ორი დღის განმავლობაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. კონფერენცია აერთიანებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს დღევანდელი საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებულ უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ. კონფერენციის მსვლელობისას მაღალი რანგის მონაწილეები ჩაერთვებიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის განხილვაში, სადაც მთავარი აქცენტი 2016 წლის ვარშავის სამიტზე გაკეთდება. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს სამხრეთ კავკასიაში, რომელზეც ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები განიხილება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. კონფერენციის პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭო, თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი.
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)