01:13 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:59:45, 1034 ნახვა

ეკონომიკა
LENOVO S90 – სრულყოფილების ახალი სტილი უკვეშე გიძლიათ შეიძინოთ ელიტ ელექტრონიქსში

დღევანდელი ტრენდი სმარტფონებში: 5“-იანი ეკრანი, მთლიანი მეტალის კორპუსი, მომრგვალებული კუთხეები და მძლავრი წინა კამერა ხარისხიანი „სელფისთვის“. სმარტფონი Lenovo S90 - დიზაინის და ერგონომიკის ახლებური ხედვა - უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში.

Lenovo აგრძელებს მომხმარებლების განებივრებას სმარტფონების ორიგინალური მოდელებით. წარმოგიდგენთ მეტალის S90-ს 5“-იანი Super AMOLED ეკრანით 1280 X 720 გარჩევადობით, 2 სიმ ბარათით, 64 ბიტიანი პროცესორით,  ოპერაციული სისტემით Android 4.4 KitKat.

მთლიანი ალუმინის კორპუსი გამოირჩევა მდგრადობით და გამძლეობით ნაფხაჭნებისა და თითითების ანაბეჭდების მიმართ. სმარტფონი მომრგვალებული კუთხეები აქვს და საკმაოდ თხელია - სისქე 6.9 მმ და იწონის მხოლოდ 129 გრამს.

მოდელის წარმადობას უზრუნველყოფს ოთხბირთვიანი 64 ბიტიანი პროცესორიQualcomm® Snapdragon ™ 4101.2 გგც, 2 GB ოპერატიული მეხსიერებით. მოცემული პროცესორი უზრუნველყოფს უწყვეტ რეჟიმში აუდიო და ვიდეო ფაილების გაშვებას, პროგრამებთან მუშაობას, თამაშებს, სოციალურ ქსელებში  კონტაქტს და ასე შემდეგ. ხოლო 32 GB მეხსიერების წყალობით თქვენ მუდამ გექნებათ საკმარისი ადგილი საყვარელი ფოტოების, მუსიკალური ფაილების, ვიდეოსა და თამაშების შესანახად. ოპერაციული სისტემა  Android ™ 4.4 KitKat  სისტემის მუშაობის უმაღლეს დონეს უზრუნველყოფს. ახლა თქვენ ვებ-სერფინგის დროს  შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას ან ითამაშოთ საყვარელი თამაში შეყოვნების გარეშე.
სმარტფონს აქვს ორი კამერა: ძირითადი 13 მპ კამერა აღჭურვილია შუქდიოდური განათებით და ავტოფოკუსით. წინა 8 მპ კამერა „სელფის“ მოყვარულთათვის ნამდვილი საჩუქარია. მას აქვს განათება, რომელიც არასაკმარისი განათების პირობებშიც კი აუმჯობესებს ავტოპორტრეტის ხარისხს. LED განათების, გამოსახულების სენსორის PureCel ™, BSI განათების სენსორის და კორექციის ფუნქციების წყალობით ფოტო მუდამ გამორჩეული ხარისხის იქნება.
სასიამოვნო სიახლე მოგზაურობის მოყვარულთათვის - სმარტფონში GPS ავტონომიურ რეჟიმშია, რაც საშუალებას მოგცემთ ინტერნეტის გარეშეც კი გასაზღვროთ ზუსტი მარშრუტი. 
სასიამოვნო სიახლე მელომანებისთვისაც გვაქვს. მუსიკალური პროგრამა Guvera თქვენს S90-ს მილიონზე მეტ სიმღერასთან ულიმიტო ონლაინ წვდომას გაუხსნის. მოძებნეთ საყვარელი ტრეკები, უსმინეთ და გაუზიარეთ მეგობრებს - სრულიად უფასოდ!
სმარტფონს აქვს 2300 მა/სთ აკუმულატორი. Lenovo S90-ს გააჩნია NFC მოდული, LTE კავშირი და 2 სიმ ბარათი. მთელი წინა პანელი დაფარულია დამცავი მინით. მომხმარებლისთვის უდაოდ კომფორტული იქნება სმარტფონში ინტეგრირებული პროგრამების Doit სერია Lenovo-სგან: SHAREit - ფაილების გადაცემისთვის ქსელში ჩართვის გარეშე;  Security - ტელეფონის მუშაობის დასაჩქარებლად და ვირუსებისგან დასაცავად; SYNCit - სარეზერვო ასლების შესანახად და კონტაქტების, SMS და ზარების სწრაფად აღსადგენად.
გაჯეტი წარმოდგენილია სამ ფერში: რუხი, ოქროსფერი და პლატინისფერი.

მახასიათებლები, რომლებიც Lenovo S90-ს გამოარჩევს:

•    იდეალური ფოტოები ძირითადი და წინა კამერებით;
•    თავის კლასში საუკეთესო სინათლის სენსორები და LED განათება;
•    მიმზიდველი მთლიანი ალუმინის კორპუსი;
•    მძლავრი პროცესორი ფართო მულტიმედიური შესაძლებლობებით;
•    შთამბეჭდავი ენერგოეფექტური 5“-იანი HD ეკრანი;
•    ფართო არჩევანი ფერების მიხედვით:  რუხი, ოქროსფერი და პლატინისფერი;





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics