07:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 12:59:37, 491 ნახვა

პოლიტიკა
ბაქრაძე: გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის რომ მოვემზადოთ ნატო-ში წევრობისთვის

ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის რომ მოვემზადოთ ნატო-ში წევრობისთვის, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბაქრაძეს თქმით, შეხვედრაზე ბევრი საკითხი განიხილეს, თუმცა ძირითადი თემა ვარშავის სამიტისთვის მზადება იყო.

"შეხვედრის ძირითადი თემა, ვარშავის სამიტისთვის მზადება იყო. საქართველო ემზადება, რომ წევრობის გზაზე მიღწეული პროგრესი, როგორც პოლიტიკური ისე პრაქტიკული კუთხით, ვარშავის სამიტზე იყოს აღიარებული.

ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, იმისთვის რომ მოვემზადოთ წევრობისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. აქედან გამომდინარე სწორედ ეს პრაქტიკული ინსტრუმენტები უნდა გავაძლიეროთ ვარშავის სამიტზე, იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვის უნარიანობა განმტკიცდეს და თავსებადობა ნატოს ძალებთან უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს", - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics