|
2016-05-24 12:55:50, 606 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდეს, სწორად მიიჩნევს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამეგრელოში მომხდარ ძალადობაზე პასუხი ძალიან მკაცრი უნდა იყოს. „ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - ერთი რომ იმ ძალადობაზე, მარაზმზე, რომელიც ჩვენ ყველამ ვიხილეთ სამეგრელოში, პასუხი ძალიან მკაცრი უნდა იყოს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ქაოსისკენ წაყვანა არავის ეპატიება, აუცილებლად პასუხს აგებენ. ვინაიდან წინ საპარლამენტო არჩევნებია და გუშინ ასეთი რამ მოხდა, ვფიქრობ, ძალიან სწორია პრემიერის ინიციატივა სწორედ იმის საჩვენებლად, რომ ასეთ შემთხვევებში კანონი კიდევ უფრო მკაცრი იქნება“, - განაცხადა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)