|
2016-05-24 12:41:01, 440 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ვარშავის სამიტის შემდეგ, ნატო-ში უფრო მეტი საქართველო იქნება
ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს უფრო მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე ალიანსის სხვა რომელიმე პარტნიორი ქვეყანა, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ვარშავის სამიტის შემდეგ „ნატო-ში უფრო მეტი საქართველო იქნება“. „შეხვედრაზე ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე გავამახვილეთ ყურადღება. აღვნიშნავ, რომ მზადება, მათ შორის საქართველოს ჩართულობით, ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. საუბარი ძირითად, სამ ელემენტზეა გამახვილებული: პირველი, ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების განხორციელებაზე, მეორე, ეს არის ახალი ინიციატივები და იდეები საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ჩვენთან თანამშრომლობით. მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობაა. სამიტის შედეგ საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. აპატურაიმ, ნატო-ს სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავიც მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)