|
2016-05-24 11:02:31, 726 ნახვა
პოლიტიკა
"ყველა ქვეყნის მხრიდან პროცესისადმი მხარდაჭერა დადასტურდა“, - დღეს ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავს
საქართველოს ვიზელიბერალიზაციის საკითხს ევროკავშირის საბჭო დღეს განიხილავს, ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბრიუსელში "აღმოსავლეთ პარტნიორობისა" და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ყველა ქვეყანამ საქართველოს ლიბერალიზაციის პროცესისადმი მხარადჭერა დაადასტურა. "ყველა ქვეყნის მხრიდან დადასტურდა საქართველოს ვიზალიბერალზიაციის პროცესისადმი მხარდაჭერა. აბსოლუტურად ყველა ერთხმად ადასტურებდა, რომ საქართველომ თავისი ვალდებულება შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რომელმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ხვალ ეს გადაწყვეტილება საბჭოში განიხილება და პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს", - განაცხადა გუშინ ჯანელიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა ჟურნალისტებს, მოვლენებს წინ არ გაუსწრონ. "ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ. პროცესი მიდის წარმატებით. ვიცით, რომ საქართველო ხვალინდელი შეხვედრის დღის წესრიგშია. დაველოდოთ 24 მაისის განხილვას", - აღნიშნა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)