|
2015-02-25 14:26:50, 534 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: არ გვაქვს უფლება დავუშვათ შეცდომა, რადგან ჩვენს ჩარევას კონკრეტული ფასი აქვს
„ჩვენ არ გვაქვს უფლება დავუშვათ შეცდომა, რადგან ეროვნული ბანკის ჩარევას კონკრეტული ფასი აქვს“, - ასე გამოეხმაურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით მოქმედება გვიან დაიწყო. ქადაგიძის თქმით, მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და ისე ვერ იმოქმედებენ, რომ სიტუაცია ერთი მიმართულებით დაასტაბილურონ, მეორე მიმართულებით კი უარესი შედეგი მიიღონ. ამასთან, გიორგი ქადაგიძის მტკიცებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფს. „ჩვენ გვაქვს საკმარიის სავალუტო რეზერვი, რომელიც უზრუნველყფოს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას. ქვეყნის ფინანასური სტაბილურობის გარანტი ეროვნული ბანკია და ეს ასეც იქნება, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ეს არაერთხელ დაგვიფიქსირებია. მეორეს მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. კურსი ამის შედეგად უკვე გაუფასურდა. 30%-იანი გაუფასურება, სამწუხაროდ, საკმაო მნიშვნელოვანი გაუფასურებაა, რომელიც აისახებ იმპორტზე და ჩვენს ხელთ არსებული იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც გვაქვს. ველოდებით, რომ ლარი დასტაბილურდება. საერთო ჯამში, იმისათვის, რომ ლარის კურსს ჰქონდეს გამყარების მიმართულება, უნდა გამოსწორდეს ფუნდამენტური ფაქტორები და ქვეყანაში სავალუტო შემოდინებები გაიზარდოს. ეს არის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი მთავარი გამოსავალი ამ თემებიდან, დანარჩენი, ყველაფერი რასაც ვაკეთებთ მიმართულია იმისკენ, რომ შევარბილოთ ნეგატიური გავლენა იმ პროცესების, რომელცი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. ჩვენ ამ პროცესებს დიდი ყურადღებით და გულისხმიერებით ვუდგებით. არ გვაქვს უფლება დავუშვათ შეცდომა, რადგან ჩვენს ჩარეავს კონკრეტული ფასი აქვს. არის სხვადასხვა ტიპის კომენტარები, თითქოს, დაგვიანებულ რეაქციასთან დაკავშირებით, გვიან დავიწყეთ მოქმედება, ეს ასე არ არის. პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენს ჩარევას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი, კონკრეტული ფასი გამოხატული ეკონომიკურ ზრდაში, საპროცენტო განაკვეთების გაზრდაში, გაყიდვების შემცირებაში და ასე შემდეგ. არ გვაქვს უფლება ვიმოქმედოთ ისე, რომ ერთი მიმართულებით დავასტაბილუროთ სიტუაცია და მეორე მიმართულებით უარესი შედეგი მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)