|
2016-05-23 16:39:46, 586 ნახვა
პოლიტიკა
იანოშ ჰერმანი: მთავრობის პასუხისმგებლობაა, მშვიდობიანი საარჩევნო გარემო უზრუნველყოს
მთავრობის პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო გარემო, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა ცესკო-ს თავმჯომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ელჩის თქმით, შეხვედრაზე 2016 წლის არჩევნების სამზადისი განიხილეს. "თქვენ იცით. რომ ევროკავშირმა არჩევნებისთვის მედია მონიტორინგის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო და ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ეს იყო. ცხადია საუბრისას განვიხილეთ ის ძალადობრივი ინციდენტი რომელიც გუშინ კორცხელში მოხდა. სრულ ყოფილად მომაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ რაც მოხდა. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ განცხადებებს რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის და პრემიერის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ სრულყოფილად უნდა იყოს გამოძიებული ეს ფაქტი", - განაცხადა ჰერმანმა. ცნობისთვის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ევროკავშირის ელჩს იანოშ ჰერმანს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა და 1 საათი გაგრძელდა. შეხვედრაზე მიმდინარე საკითხებს განიხილავდნენ. შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)