|
2016-05-23 15:14:28, 602 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე არჩევნების წინასწარ შედეგებზე: ეს საქართველოს მომავლისთვის ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისია
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. როგორც პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხი ივანიშვილის რეჟიმს უარს ეუბნება: "მინდა გამოვეხმაურო წინასწარი არჩევნების შედეგებს. მიმაჩნია, რომ ის, რაც გუშინ მოხდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი საქართველოს მომავლისთვის, ვინაიდან გუშინ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას, რომელმაც თავი ვერაფრით დაამახსოვრა ამ 4 წელიწადში-ვერ გააკეთა ვერც ერთი საქმე; ვერ შეასრულა ვერც ერთი დაპირება და ვერ მოაგვარა ვერც ერთი პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებს ქართველ ხალხს. გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, როდესაც ხელისუფლებამ მიიღო მკაფიო სიგნალი.ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე და არ აწუხებს ხალხის მომავალი, ასეთი საქართველოში დამარცხდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, 7 საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების", 2-ში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გაიმარჯვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)