|
2016-05-23 14:11:37, 590 ნახვა
პოლიტიკა
თენგიზ ფხალაძე: უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ტრიბუნა, რათა პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რეალობა გააჟღეროს
სტამბოლში დღეს ოფიციალურად გაიხსნა პირველი მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესწრება. გიორგი მარგველაშვილმა უკვე მიმართა სამიტის ლიდერთა სეგმენტის მონაწილეებს. საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა ასევე, პლენარულ სესიაზე და მრგვალ მაგიდაზე. მსოფლიოს პირველი ჰუმანიტარული სამიტის ინიციატორები არიან გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. სამიტი მსოფლიოში არსებულ ჰუმანიტარულ პრობლემებს ეძღვნება და განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტის ზონებში არსებულ ვითარებას დაეთმობა. "საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს ტრიბუნა, რათა საქართველოს პრეზიდენტმა გააჟღეროს ის სამწუხარო რეალობა, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიოტორიებზე. საქართველოს პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ხურჩაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და კვლავაც ექნება საშუალება, რომ ამ თემაზე გაამახვილოს მსოფლიო ლიდერთა ყურადღება. ყურადღების ძალიან დიდი კონცენტრაცია არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების მიმართ, იმ ჰუმანიტარული პრობლემების მიმართ, რაც აქვს ჩვენს თანამემამულეებს და ასევე ამ სამიტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებისათვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)