|
2016-05-23 13:53:05, 836 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი: ევროპაში დაფიქრდებიან, უნდა ჰქონდეთ თუ არა ამ ველური ქვეყნის მოქალაქეებს მათ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება
„ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტი“ სოსო ცისკარიშვილი ზუგდიდში, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტებს ორივე მხარის - "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წინასწარ დაგეგმილს უწოდებს. როგორც ცისკარიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, ზონდერების საშუალებით, ორივე პარტიამ საკუთარი ძალების დემონსტრირება და ამომრჩევლის დაშინება სცადა. ამასთან, სოსო ცისკარიშვილი გუშინდელი ძალადობრივი ქმედებებიდან გამომდინარე, საქართველოს განვითარების პერქსპეტივისთვის არსებულ საფრთხეებზეც საუბრობს. კერძოდ, ცისკარიშვილის შეფასებით, ხსენებული ფაქტების ნახვის შემდეგ, ევროპა ალბათ კიდევ დიდხანს დაფიქრდება, მისცეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილების უფლება: "თუ გუშინდელზე არ იქნა ადეკვატური რეაგირება საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ამ უბედურებას, რაც ვიხილეთ ტელეეკრანებზე, დავარქვათ გენერალური რეპეტიცია საპარლამენტო არჩევნების წინ. თუ ყველაფერს თავის სახელს ვუწოდებთ, მაშინ რასაკვირველია, ზიანი მიადგება ორივე პოლიტიკურ ძალას, რომლებმაც გუშინ მოახდინეს ერთმანეთის ზონდერბრიგადების პრეზენტაცია და დაარწმუნეს ამით ამომრჩეველი, რომ მათ ორივეს გააჩნიათ ასეთი გუნდი, რომლებიც ცხადია, წარმოადგენენ საფრთხეს არა მხოლოდ ცალკეული მოქალაქეებისთვის, არამედ მთლიანად საქართველოს განვითარების პერსპექტივისთვის. ადვილად წარმოსადგენია, რა შეხედულება შეექმნა საქართველოს მიმართ იმ ევროპელ ტელემაყურებელს, რომლებმაც იხილეს ე.წ. არჩევნების ქართული ვარიანტი და, ალბათ, კიდევ დიდხანს დაფიქრდებიან, ამ ველური ქვეყნის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თუ არა მათ ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლება. არის თუარა ეს შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი ორი პარტიის მიერ?! ასე შეხმატკბილებულად როგორ ამოარჩიეს წერტილები, სადაც უნდა ყოფილიყვნენ პოლიტიკური ლიდერები, სადაც ერთმანეთს უნდა დატაკებოდა ორი შენაერთი ზონდერებისა. ერთმანეთს რომ ტელეფონებით უსმენენ, ალბათ აღარ არის ეს საიდუმლო ვინმესთვის, მაგრამ ერთნაირ ცნობიერაბას რომ გვიმტკიცებენ საპარლამენტო არჩევნების წინ, უნდა ელოდნონ ერთ და იგივე შედეგეს. დიახ, ზონდერების საშუალებით წარმატების მიღწევას ვერც ერთი პარტია ვეღარ შეძლებს. ვგულისხმობ მხოლოდ იმ ორად ორს, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი სავარძელი ურჩევნიათ ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. იქნება მუდმივი და ხანგრძლივი ურთიერთბრალდებების კორიანტელი, მაგრამ ფაქტი ფაქტია, არც ერთ მხარეს რაიმე სიმპატია არ დაუმსახურებია, რადგან ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ორივე სუბიექტის მიერ და გვაჩვენეს, რა მძლავრი უშგულების მფლობელნი არიან და დააფრთხეს თითქოს ამომრჩეველი. ამიტომ, ეს სანახაობა იყო მშიშარა ამომრჩეველთათვის საფრთხის შემცველი გზავნილი, რომ ვინც ჩვენ არ მოგვცემს ხმას, ის ჩავარდება შავ დღეში. მაგრამ ვინაიდან ეს მუქარა ისმის ორი ერთმანეთზე გადაკიდებული პოლიტიკური ძალისგან, სადაც უნდათ იქით განერიდონ ქართველ ამომრჩეველს და თავში ქვა უხლიათ. საქართველოს მოსახლეობა გაანალიზებს ამ პროცესს. ოქტომბრამდე საკმარისი დროა იმისათვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" გარდა გუშინდელისა, შეახსენებენ ბევრს, რაც ორივემ მოიმოქმედეს ხელისუფლებაში ყოფნისას და ყველაზე მკაფიო პასუხი იქნება 8 ოქტომბრის შედეგები. ლოზუნგი 8 ოქტომბრის არჩევნებისა, რომელიც შეთავაზებული იქნება პლიტიკური ძალებისთვის საქართველოს ამომრჩევლის მიერ, იქნება სწორედ- რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო", - განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა "ექსპრესნიუსს". შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)