05:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 13:18:34, 579 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე კორცხელის ინციდენტზე: ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში აღარ განმეორდეს

„ყველამ  ერთად  უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ასეთი ფაქტები ქვეყანაში აღარ განმეორდეს“, - ასე გამოეხმაურა სოფელ კორცხელში,ომხდარ ინციდენტს ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე.

კალაძის განცხადებით, ის რაც გუშინ მოხდა მიუღებელია პირადად მისთვის და  „ქართული ოცნებისთვის“.

„ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია, ხდება მობილიზება მხარდამჭრების, გამხნევება, ეს რაღაც სიახლე არ არის, თუმცა ფაქტი, რომელიც გუშინ მოხდა პირადად ჩემთვის და "ქართული ოცნებისთვის" არის კატეგორიუად მიუღებელი. ასეთი ფაქტები, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის და ჩვენ, ყველამ ერთად  უნდა ვიღონოთ ყველაფერი იმისთვის, ასეთი ფაქტები ქვეყანაში არ განმეორდეს“,-აღნიშნა კალაძემ.

 შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics