05:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 10:08:39, 756 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, 7 საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების", 2-ში კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები  გამოაქვეყნა.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, მოცემული დროისთვის დათვლილია ყველა - 45 საარჩევნო უბნის შედეგი.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდებოდა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემს, ვინაიდან ტარდება მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები და თითოეული უბნის შედეგი იყო მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა განვაცხადო რომ ყველაზე დიდხანს ხმის დათვლის პროცესი კორცხელის საარჩევნო უბანზე გაგრძელდა, იქ რამდენჯერმე მოხდა ხმის გადათვლა. ამ მომენტისთვის კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს ყველა, 45 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები“, -  განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ.

წინასწარი შედეგების მიხედვით, გლდანში ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ხმების 80.69% მიიღო; ”თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა ნინო ჯურხაძემ 13.84% დააგროვა,  ”სახალხო ხელისუფლების” კანდიდატმა  ზურაბ კვანტალიანმა კი-5.48%.

გარდაბანში #21.08 მაჟორიტარული ოლქიში  ”თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა დავით ხვისტანმა ხმების  0.51% მიიღო,  ”სახალხო ხელისუფლების"  კანდიდატმა  ტოფიკ ახმედოვიმ -       20.32%;

”ქართული ოცნები" კანდიდატმა ფახრადინ შარიფოვი-67.89%; დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯემალ მურადხანოვმა კი - 11.27%;

რაც შეეხება #21.18 მაჟორიტარულ ოლქს , ”თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა  ჯამილა გასანოვამ  ხმების 1.5% მიიღო, ”ქართული ოცნების” კანდიდატმა ვუგარ მამედოვმა-               98.5%;  კასპში  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ციცინო აბუაშვილმა ხმების  26.98% მიიღო.

”სახალხო ხელისუფლებიდან"  სოლომონ ტატანაშვილმა ხმების  7.54% მიიღო, ”ქართული ოცნებიდან"  ალექსანდრე მერებაშვილმა- 65.48%;

წყალტუბოში, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ბუხუტი ფირცხალავამ-30.89% მიიღო,  ”ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატმა ივანე როყვა -4.8%; ”ქართული ოცნების” კანდიდატმა  მურადი ზაქარიაძე - 64.31%;    

ოზურგეთში, #60.05 მაჟორიტარულ ოლქში,  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ბესიკ ქათამაძემ  ხმების  59.6% მიიღო,  ” ქართული ოცნების" კანდიდატმა ნონა ტუნაძემ კი              - 40.4%;

ოზურგეთში,  #60.01.04 მაჟორიტარულ ოლქში, ”ქართული ოცნების” კანდიდატმა           ვასილ ჩიგოგიძემ ხმათა  64.56% მიიღო,  დამოუკიდებელმა კანდიდატმა        გრიგოლ კალანდარიშვილმა- 35.44%;  ხობში- ”ქართული ოცნების" კანდიდატმა              კობა კაკულია ხმების 100% მიიღო.

ზუგდიდში  ”თავისუფალი საქართველოს” კანდიდატმა    თეონა ქარდავამ ხმათა 1.28%, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა        ვარადებული ლაშხიამ-            49.76%; ”ქართული ოცნებიდან” ამირან ლაგვილავამ კი,                48.96% მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics