|
2016-05-22 22:56:57, 464 ნახვა
პოლიტიკა
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კორცხელში მომხდარი ძალადობის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხალში მომხდარი თავდასხმების გამოძიებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) მედიის განვითარების ფონდი (MDF) ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ: "უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ზუგდიდში, სოფელ კორცხელში, თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისასმომხდარ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას, აკო მინაშვილს, ეკა ხერხეულიძეს, ნუგზარ წიკლაურს, თენგიზგუნავასა და ზუგდიდის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს. კატეგორიულად მიუღებელია და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ მიმართულ აქტად ვაფასებთ სამართალდამცავი ორგანოებისუმოქმედობას, რომლებსაც უნდა მოეხდინათ ყველანაირი ძალადობრივი ქმედების პრევენცია, განსაკუთრებით ისეთი მნიშნელოვანი პროცესისდროს, როგორიც არის არჩევნები. აღსანიშნავია, რომ თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა სწორედ ხელისუფლებისუპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს იმასაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოხდეს კონფლიქტურივითარების დროული აღკვეთა. ნებისმიერი უმოქმედობა კი შესაძლოა აღიქმებოდეს კონფლიქტში მონაწილე რომელიმე მხარის მიმართ ლოიალურდამოკიდებულბად და მხარდაჭერად.
ამასთან, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების პირობებში დღეს მომხდარი ინციდენტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არ მოხდებამასში მონაწილე პირთა გამოვლენა და სათანადო დასჯა, აჩენს განცდას, რომ მსგავსი ფაქტები შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდესწინასაარჩევნო პერიოდში და საპარლამენტო არჩევნების დღეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენფიზიკურად კარგად მომზადებული და წინასწარ ხელკეტებით შეიარაღებული პირები. ეს უკანასკნელები მედიას გაურბოდნენ და აცხადებდნენ,რომ ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად ჩასული სპორტსმენები იყვენენ. ზემოთაღნიშნული გარემოება აჩენს საფუძვლიან განცდას, რომ ეს არ იყო ორ მხარეს შორის დაპირისპირება, არამედ პროცესები ხელოვნურად იყომართული და მოძალადეები წინასწარ იყვნენ საარჩევნო უბანთან მობილიზებულნი, რათა მოეხდინათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორება და საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია. აუცილებლად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ დღეს მომხდარი ფაქტი არ არის ქვეყანაში ოპოზიციური პარტიების, ან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის პირველი შემთხვევა. ასევე გასათვალისწინებელია ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი კონტექსტი, როდესაც უმცირესობების და სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელთა მიმართ გამოვლენილი მძიმე ფიზიკური ძალადობა ადეკვატური რეაგირების მიღმაა დარჩენილი. სამართალდამცავი ორგანოების პასიურობა მსგავს შემთხვევაზე ერთი მხრივ გზას უხსნის და ახალისებს შემდგომში ძალადობრივ ქმედებებს, მეორე მხრივ კი აჩენს კითხვებს სამსახურების პოლიტიკურ ნეიტრალობაზე. სწორედ ამიტომ, დღეს განვითარებული მოვლენები შესაძლებელია განხილულ იქნეს, როგორც შედეგი სახელმწიფოსგულგრილი დამოკიდებულებისა ოპოზიციის წარმომადგენელთა თუ სხვა პირთა წინააღმდეგ წარმოებულ ძალადობრივ კამპანიაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,მივმართავთ საქართველოს მთავრობას, საჯაროდ დააფიქსიროს პოზიცია ზემოაღნიშნულ ფაქტზე და დაგმოს პოლიტიკურ პროცესებში მსგავსი ფორმებით ჩარევა. ამავდროულად, შესაბამისი შეფასება მიეცეს ზუგდიდში მომხდარ ფაქტს და სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ აშკარად ძალადობრივი ქმედებები, რაც ცალსახად შეიცავს სისხლისსამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს და სათანადოდ დასაჯონ მასში მონაწილე პირები. წინასაარჩევნო პერიოდში პოლიციის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კრიტიკულად მნიშვნელოვანია და მომდარზე პოლიციის ეფექტურობის ხარისხი იქნება ინდიკატორი, რამდენად დემოკრატიული და თანასწორი წინასაარჩევნო გარემო იქნება შექმნილი ქვეყანაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)