05:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 19:16:53, 533 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, მედიის თავისუფალი და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველყოს

„მე ვაპატიე იმ ადამიანებს, ვინც ქვას ჩემი მიმართულებით ისროდა, მაგრამ ვერ და არ ვაპატიებ იმათ, ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალისტებს ესვრის ქვას !",-ამის შესახებ შესახებ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ვიცე პრემიერმა  კახა კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 კალაძის თქმით, როგორც რიგით მოქალაქეს მას ძალიან კარგად ახსოვს, რას ნიშნავს,როცა ქვას ესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

„ამჯერად, მოდის შეტყობინებები, რომ მედიას არ აცლიან ადგილზე მუშაობას და ზოგიერთმა პროვოკატორმა ქვების სროლა დაუწყო ჟურნალისტებს. როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა მინდა ვთხოვო შესაბამის ორგანოებს, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებს უმკაცრესად აღკვეთონ ნებისმიერი სახის ფიზიკური დაპირისპირება,გამოავლინონ თითოეული ის პირი, ვინც ქვას ისვრის ან სხვა სახის პროვოკაციებს აწყობს, მაქსიმალურად დაიცვან ამომრჩეველი, საარჩევნოუბნები და უზრუნველყონ მედიის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა!. მინდა აქვე დავამატო პირადად ჩემგან ,როგორც  რიგითმა მოქალაქემ,მე ძალიან კარგად მახსოვს, რაც არის, როცა ქვას გესვრიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებენ, და მთელს ძალისხმევას მივმართავ პირადადმე, რომ მსგავსი უმსგავსობა და ველურობა ვერასდროს გაიმეოროს „ნაციონალურმა მოძრაობამ", მაქსიმუმს გავაკეთებ მეც და მოვუწოდებ ყველას-არ დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის" სცენარით მოვლენების განვითარება. არ დავუშვათ, რომ ჩვენი უმთავრესი მონაპოვარიდემოკრატიული და ცივილური არჩევნები ჩვეულებისამებრ ძალადობის და უკანონობის პოლიგონად გადააქციონ. მე ვაპატიე იმ ადამიანებს,ვინც ქვას ჩემი მიმართულებით  ისროდა მაგრამ  ვერ და არ ვაპატიებ იმათ ვინც მოსახლეობის მონაპოვარს და ჟურნალიტებს ესვრის ქვას!",- აღნიშნა კალაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics