05:40 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 15:22:51, 548 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია

ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხელოვნურად ცდილობენ საარცევნო უბნებზე სიტუაცია დაძაბონ.

როგორც კალაძემ აღნიშნა, პირველადი მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

 „მოგეხსენებათ დღეს საქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება. პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობასაკმაოდ მაღალია. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, „ქართული ოცნების" კანდიდატებიდამაჯერებლად ლიდერობენ ყველა უბანზე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად  დაძაბონსიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია, რა თქმა უნდა, საერთოფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას“,-განაცხადა კალაძემ.

მისივე განცხადებით,  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკაონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთიფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს.

„ჩვენ, „ქართული ოცნება" ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში.საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებულივარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც 2102 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლებისდროს ჩატარებული ყველა არჩევნები“,-დასძინა კალაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics