05:39 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-22 15:08:48, 506 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გიგა ბოკერია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ქართული ოცნების" მხარდამჭერების გამოწვევას ცდილობდა- ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

კობახიძის თქმით,  წყალტუბოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან მობილიზებულები არიან ერთგვარი ზონდერ ჯგუფის წარმომადგენლებიც, რომლებიც, მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მეზობელი რაიონიდან არიან ჩამოყვანილები.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა ისიც,"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები „თავისუფალი ზონის" წევრებთან ერთად გარდაბანში დადგმული სპექტაკლის გამეორებას ცდილობენ.

„თქვენ იცით, რომ გარდაბანში ისინი ძალიან დიდი სხვაობით აგებდნენ არჩევნებს და იმისათვის, რომ შეეფუთად ეს ყველაფერი, დადგეს სპექტაკლი „თავისუფალი ზონის" მონაწილეობით.  

ველოდებით, რომ ასეთივე სპექტაკლები დადგან იმისათვის, რათა ფონი გააფუჭონ, მაგრამ ეს საერთო სურათს მაინც ვერ შეცვლის. საერთო სურათი იქნება ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" მიიღებს საკადრის პასუხს მოსახლეობისგან და ჩვენ მივიღებთ ჩვენს ღირსეულ შედეგს ამ არჩევნებში",-დასძინა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ  დასძინა,  რომ „ქართული ოცნება" 22 მაისის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

 „ მათ შორის წყალტუბოს არჩევნებს მოვიგებთ დიდი უპირატესობით. ეს არის ჩვენი  მოსახლეობის იმ ხარდაჭერისა და თანადგომის შედეგი, რაზეც შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ",-აღნიშნა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა.

 კობახიძე ამომრჩევლების მოსყიდვასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გავრცელებულ ვიდეოსაც გამოეხმაურა.

  „მე თვითონ ვნახე ის ვიდეო, რომელზეც არის საუბარი. ეს არის უბრალოდ ღიმილის მომგვრელი. ესეც არის ერთ-ერთი სპექტაკლი. რომელიც შემოგვთავაზეს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და  „თავისუფალმა ზონამ",-განმარტა მან.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics