|
2016-05-22 12:38:28, 525 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ქართულ მხარეს მოუწოდებს, ხურჩაში მომხდარი მკვლელობა ვითარების დაძაბვისთვის არ გამოიყენოს
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს მოუწოდებს, არ გამოიყენოს სოფელ ხურჩაში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტი ვითარების დაძაბვისთვის. როგორც ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო მომხდარით საინფორმაციო ომში პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს, რადგან აფხაზეთში არსებულ ვითარებას წარმოაჩენს, როგორც აბსოლუტურად უკონტროლოს და ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას რუსულ მხარეს აკისრებს. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე და გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოს შეფასებებისა და დასკვნების გაკეთებისგან. ცნობისთვის, 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)