04:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 22:36:47, 651 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ

"ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ" - ასე ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, ხურჩაში გიგა ოთხოზურიას მკვლელობის ფაქტს.

ის ფაქტს "საშინელსა" და "სისხლის სამართლის უდიდეს დანაშაულს უწოდებს", თუმცა ამბობს, რომ ქვეყანაში მძიმე ვითარება არ არის და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს იყოს „ერთადერთი მკვლელობის ფაქტი“, მან ასევე აღნიშნა, რომ პასუხს არა რუსეთისგან, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოითხოვს.

„სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი ასეთი მსხვერპლი, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც აქამდე ხორციელდებოდა. თუმცა, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არ გადავუხვევთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მოვითხოვთ, რაც შეილება მკაცრად დაისაჯოს ის ადამიანი. არ არსებობს არანაირი საერთაშორისო ორგანიზაცია, არანაირი ჩართულობა ჩვენს კონფლიქტებში, რომ ეს თემა არ გახდეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში განხილვის თემა. რუსეთისგან რას უნდა მოველოდეთ, რუსეთი რას დასჯის. საერთაშორისო ორგანიზაციებისგან ვითხოვთ, რომ იყოს ამაზე ძალიან სერიოზულად გამახვილებული ყურადღება. ეს არის საშინელი მკვლელობა. ეს არის სისხლის სამართლის უდიდესი დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის. ჩვენდა სამწუხაროდ, მოხდა გამონაკლისი მკვლელობა და ეს არ არის სისტემური ხასიათის, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს იყოს ერთადერთი,“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics