04:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 16:50:59, 821 ნახვა

პოლიტიკა
მანანა კობახიძე: დავით კოღუაშვილი გუნდში რჩება

„ვფიქრობ, რომ ყველაზე მკაფიო შეფასება დავით კოღუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, თავად პრემიერ-მინისტრმა გააკეთა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დავით კოღუაშვილი პარტიის და პოლიტსაბჭოს წევრად რჩება.

„ბატონი დავითი გუნდში რჩება რა თქმა უნდა, ის არის პოლიტსაბჭოს წევრი. მისი დღევანდელი  შეკრებაზე არ დასწრება, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის გუნდის წევრი აღარ არის. მის გარდა შეხვედრას დავით ბაქრაძე და ასევე, ქალბატონი კილაძე არ ესწრებოდნენ“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

მისივე თქმით, კოღუაშვილის პოზიცია გუნდის ან საბჭოს პოზიციად არ უნდა იყოს აღქმული.

ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ეთანხმება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გუშინდელ განაცხადებას, რომლის თანამხადაც, „კოღუაშვილმა დაუფიქრებელი განცხადებები გააკეთა“.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ წევრმა დავით კოღუაშვილმა „ქართული გაზეთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილის შესახებ ისაუბრა: „მე არ მგონია, რომ უგულავამ კიდევ დიდხანს დაყოს ციხეში და ვისურვებდი, მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მას შეუძლია გაცილებით მეტი სიკეთე მოუტანოს ქვეყანას გარეთ, ვიდრე საკანში. ხოლო რაც შეეხება ყოფილ პრემირ-მინისტრს, მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია. უბრალოდ, ის გახდა იმ გარემოებების მძევალი, რაც მას დაატეხა მისმა მეუღლემ. ვგულისხმობ გირგვლიანის საქმეს. დიდი შეცდომა დაუშვა მერაბიშვილმა, როგორც მინისტრმა, რომ არ გაემიჯნა ამ თემას და არ აღასრულა ის, რაც მასზე იყო დამოკიდებული. როგორც მინიმუმ, უნდა გადამდგარიყო. დღეს ის თავისუფლებას შეინარჩუნებდა, დარწმუნებული ვარ. ბრალდების ეს მხარეები შეიძლება გადაისინჯოს. ვინც ყველაზე მეტად იყო დასაჭერი, მან ქვეყანა დატოვა და აღარ მინდა, ამას მივუბრუნდე. მე გული მწყდება თითოეულ მათგანზე", - განაცხადა დავით კოღუაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics