04:09 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-21 15:33:42, 654 ნახვა

პოლიტიკა
”თავისუფალი დემოკრატები” პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს

”თავისუფალი დემოკრატები” ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 „სხვადასხვა რეგიონებში და თბილისში, პრეზიდენტის სახელზე, ჩვენ ვაწერთ ხელს პეტიციას იმისათვის, რომ ეს ბიჭები გაათავისუფლონ. ვიცით, რომ ბატონი პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას უცებ ვერ მიიღებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის შეისწავლის ამ საკითხს და ჩვენს ბიჭებს გამოუშვებენ“, - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყანაში ქვეყნის სამსახური არ უნდა ისჯებოდეს და ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აუცილებლად დასრულდება.

„საქართველო და ქართველი ხალხი აუცილებლად იხსნის ტყვეობიდან ამ ბიჭებს, რომლებიც ერთი კაცის ნებით და პოლიტიკური ზეწოლით, ციხეში აღმოჩნდნენ. მე სიცოცხლეს გავიწირავ თქვენთან ერთად, რომ ეს ადამიანები ოჯახებს დაუბრუნდნენ“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია. აქციაზე ასობით ადამიანმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის გამოტანილი განაჩენი გააპროტესტა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics