|
2016-05-20 19:51:23, 561 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძემ საზოგადოებას „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონსა და „კაბელების საქმეზე“ პრეზიდენტის პოზიცია გააცნო
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს პრესკონფერენცია გამართა და საზოგადოებას „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან და „კაბელების საქმესთან" დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. „პრეზიდენტის აზრით, პარლამენტს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ კანონპორექტზე ვენეციის კომისიის მოსაზრებები მიეღო. საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით უნდა დაინტერესებულიყო, მანამ ვიდრე ცვლილებებს სამივე მოსმენით მიიღებდა. თუმცა, იმ სამი თვის განმავლობაში, ვიდრე იხილავდნენ კანონპროექტს, მათ დაპირების მიუხედავად, ვერ მოახერხეს მისი კომისიისათვის გადადგზავნა. თქვენთვის უკვე ცნობილია პრეზიდენტის უარყოფითი განწყობა ამ კანონპროექტის მიმართ. პრეზიდენტმა კანონპროექტი ვენეციის კომისიაში მიღებისთანავე გადააგზავნა, რათა გავიგოთ რა რეკომენდაციები აქვს კომისიას ამ მეტად მნიშვნელოვან კანონპროექტთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, პრეზიდენტს კანონზე ხელმოსაწერად ათდღიანი ვადა აქვს. შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ პრეზიდენტი მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს", - განაცხადა ეკა მიშველაძემ. პრეზიდენტის პრესსპიკერი ე.წ. „კაბელების საქმესთან" დაკავშირებით პარტია „ეროვნული ფორუმის" ბოლო განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის გაუგებარია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მათი არათანმიმდევრული დამოკიდებულება. „გავიხსენებ გუბაზ სანიკიძის განცხადებას მოკლე მეხსიერებასთან დაკავშირებით, რომელიც მან პრეზიდენტის საპარალამენტო გამოსვლისას გააკეთა. დიახ, არ უნდა გვქონდეს მოკლე მეხსიერება და ჩვენ ყველას გვახსოვს „ეროვნული ფორუმის" პოზიციები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე - საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ხმის მიცემასთან, პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით, რომელთა სისწორეში საზოგადოება არაერთხელ დარწმუნდა და ასევე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით. სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ნამდვილად არ სჭირდება მოწოდება, თუ როგორ მოიქცეს ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში. პრეზიდენტისთვის ასევე გაუგებარია, რატომ დაინახეს მათ სასამართლო სისტემაში მხოლოდ ახლა პრობლემები, მაშინ როდესაც „ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია სრულიად საპირისპირო პოზიციები. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, პრეზიდენტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ე.წ. „კაბელების საქმის" მიმდინარეობას. პრეზიდენტი არის ქვეყანაში ინსიტიტუციების დაცვის გარანტი, რაც წლების განმავლობაში მან არაერთხელ დაამტკიცა. ინსტიტუციების გამართულად მუშაობა სწორედ ქვეყნის დემოკრატიულობის გარანტია. პრეზიდენტი პატივს სცემს ინსტიტუციებს და არ იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი ვერ წაართმევს სასამართლოს მართლმსაჯულების უფლებას. უფლებას, რომ ბოლომდე განიხილოს საქმე. თუმცა ხედავს რა, „კაბელების საქმესთან" დაკავშირებით იმას, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს კითხვები, პრეზიდენტი ყურადღებით დააკვირდება პროცესის მიმდინარეობას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოს გამართულად მუშაობის საშუალება უნდა მიეცეს. მათ შორის უზენაესს სასამართლოსაც, რაზეც ვამახვილებთ თქვენს ყურადღებას. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის სამი მოსამართლე ჯერ კიდევ ელოდება პარლამენტისგან დამტკიცებას, რომ საკუთარ საქმიანობას შეუდგეს", - აღნიშნა ეკა მიშველაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)