14:11 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 19:33:34, 521 ნახვა

სამხედრო
ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში საშტაბო-სამეთაურო სწავლება დამთავრდა

ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მიერ დაგეგმილი საშტაბო-სამეთაურო სწავლება დამთავრდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სწავლების მიზანი დაქვემდებარებული ბრიგადებისა და ბატალიონების შტაბების ,,დიდგორი -2016“-ისთვის მომზადება იყო, რადგან „დიდგორი-2016“ წელს წინა წლებთან შედარებით გაცილებით მასშტაბური იქნება.

მათივე ინფორმაციით, სწავლებაში III ქვეითი ბრიგადის, II საარტილერიო ბრიგადის და სწავლების მხარდამჭერი ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ. კურსი 360-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.

სწავლების განმავლობაში ბრიგადებმა და ბატალიონებმა სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესის მართვა დახვეწეს, ამაღლდა მომზადების დონე მართვისა და კონტროლის პროცედურების შესრულების კუთხით, განხორციელდა მართვის პუნქტების მოქმედებების სტანდარტიზაცია.

კურსის მიმდინარეობას დასავლეთ სარდლობის შტაბის ოფიცრებთან ერთად, პირველ ეტაპზე, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თავდაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფი (CUBIC) თავდაცვის სფეროში მრჩეველთა ჯგუფის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ, ხოლო, მეორე ეტაპზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის ოფიცერთა ჯგუფის წევრები. შემფასებლებმა სწავლების შემდეგი მოქმედების განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

საშტაბო-სამეთაურო სწავლება 11 აპრილს დაიწყო და 20 მაისს დასრულდა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics