04:10 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 15:20:07, 555 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: რუსეთთან რადიკალური დაპირისპირება საქართველოსთვის კატასტროფაა

რუსეთის ფედერაციასთან რადიკალური დაპირისპირება საქართველოსთვის კატასტროფაა, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტს, რომელმაც მას ჰკითხა, „რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ოკუპაცია.“

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ქართული პოლიტიკის მიზანია, რუსეთის რაციონალურ დიალოგამდე მიყვანა.

მისივე განმარტებით, რაციონალური დიალოგი არ ნიშნავს, რომ საქართველო რუსეთს დაუპირისპირდეს.

„ოკუპაციის შეჩერების გზა არის მხოლოდ სტრატეგიული მოთმენის პოლიტიკაში, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული. რუსეთის ფედერაციასთან რადიკალური დაპირისპირება საქართველოსთვის კატასტროფაა. რა გზით მივდივართ? რა თქმა უნდა ეს გზა კარგად არ ჟღერს ხოლმე. მაგალითად, მე რომ გამოსვულიყავი და აგრესიული რიტორიკით მესაუბრა, შეიძლება ვიღაცას მოვფხანდი გულს, შეიძლებოდა ჩემს აგრესიულ რიტორიკას შესწირვოდა საქართველოს მოქალაქის სიცოცხლე ან ინტერესი.

აქედან გამომდინარე, ძალიან მძიმეა, როდესაც შენი მოქალაქე, როგორც გუშინ, არის მოკლული. ძალიან მძიმეა, როდესაც შენს ტერიოტრიაზე ატარებენ აბსოლუტურად აბსურდულ ბადეებს. თუმცა, ემოციის აყოლა არაფერს არ მოგვიტანს. ჩვენ საქართველოს უფრო ევროპულს და ევროატლანტიკურს ვხდით, გვაქვს სტრატეგიული თმენის პოლიტიკა და მიზანი ამ პოლიტიკის არის რუსეთის მიყვანა რაციონალურ დიალოგამდე. რაციონალური დიალოგი არ ნიშნავს, რომ რუსეთს დავუპირისპირდეთ. ამ დაპირისპირებაში რუსეთი არ იგებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics