05:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 13:00:41, 1077 ნახვა

მსოფლიო
კლაას დიკჰოფი: ვიზალიბერალიზაციას, მრავალ სარგებელთან ერთად, რისკებიც ახლავს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს განიხილავენ.

სხდომას ნიდერლანდების იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრი კლაას დიკჰოფი ხელმძღვანელობს.

როგორც დიკჰოფმა აღნიშნა, ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის მოქმედების შეჩერების მექანიზმის გაუმჯობესების ინიციატივა წარადგინა, რომელსაც მინისტრები დღეს განიხილვან.

მისი განმარტებით, ამჟამად მოქმედი მექანიზმის გამოყენება რთულია. ნიდერლანდების წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის ინიციატივაზე შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.

“ვიზალიბერალიზაციას, მრავალ სარგებელთან ერთად,  რისკებიც ახლავს. ვიზალიბერალიზაცია განკუთვნილია მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, თუკი მისი გამოყენება სხვა მიზნებისთვის მოხდება, მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, რომლის გამოყენებაც ამჟამად საკმაოდ რთულია. ახლა ევროკომისიამ წარადგინა შეჩერების მექანიზმის გაუმჯობესების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დღეს განვიხილავთ. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ იმ შემთხვევაში, თუკი მოვლენები მოულოდნელად, არასწორი მიმართულებით განვითარდება”, - განაცხადა კლაას დიკჰოფმა.

როგორც ნიდერლანდების იუსტიციისა და მიგრაციის მინისტრმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გაუმჯობესების საჭიროება დღის წერსგიში მხოლოდ თურქეთის საკითხის გამო არ დამდგარა.

“ეს არის საკითხი, რომელზეც ევროპარლამენტს და ევროკავშირის წევრებს ერთიანი პოზიცია აქვს, ჩვენი შეშფოთება ერთსა და იმავე საკითხებს ეხება. ეს ეხება არა მხოლოდ თურქეთს. ეს არის უფრო ფართო მექანიზმი”, - აღნიშნა დიკჰოფმა.

ამავე დროს, კლაას დიკჰოფმა არ გამორიცხა, რომ ანკარამ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილება დათქმულ ვადებში მოასწროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics