19:20 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 12:57:08, 3210 ნახვა

კულტურა
კიევში ქართული კულტურის VII ფესტივალი გაიმართება

კიევში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, დღეს, 18:00 საათზე,  ქართული კულტურის რიგით მეშვიდე ფესტივალი გაიმართება, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავს და უკრაინაში ქართული დიასპორის შექმნის მეოცე წლისთავს ეძღვნება.

"ქართული კულტურის ფესტივალი თავისი მასშტაბურობით სოციალურ-კულტურული პროექტია და ხელს უწყობს საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას", - განაცხადა სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების პრეზიდენტმა ბესიკ შამუგიამ.

საზეიმო ღონისძიებაში ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „იბერიელი“ (ხელმძღვანელი უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე მაკა ლომსაძე), კიევის კულტურულ–საგანმანათლებლო ცენტრის ფოლკლორული კოლექტივები, მომღერლები - შმაგი თაღიაშვილი, ქეთი შამუგია, გიორგი დარახველიძე მონაწილეობენ.

ღონისძიების სპეციალური სტუმრები არიან - ცნობილი ქართველი მომღერალი ელენე ფოჩხუა; კვარტეტი “მუხამბაზი” და უკრაინული X-ფაქტორის ფინალისტი თათია კობალაძე.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან უკრაინის ქართველთა ასოციაცია „იბერიელი“, სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება „გეორგია“, მხარდამჭერები – უკრაინის კულტურის სამინისტრო, ქალაქ კიევის მერია და საქართველოს საელჩო უკრაინაში.

ფესტივალის ფარგლებში ფოტო-გამოფენა გაიმართება, რომელიც ქართული დიასპორის 20 წლის მანძილზე გაწეულ სამუშაოს ასახავს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში მიხეილ უკლება, უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშუკი და სხვა ოფიციალური პირები და ცნობილი საზოგადო მოღვაწეები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics