06:34 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 11:01:50, 586 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო დღეს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე იმსჯელებს

ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივას დღეს განიხილავს.

საკითხის განხილვა ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იგეგმება.

ცნობისთვის, ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს მარტში წარუდგინა.

„საბჭოში აზრთა გაცვლა მოხდება სავიზო პოლიტიკის საკითხზე, საქართველოსთვის, უკრაინისთვის, თურქეთსა და კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ჭრილში“, - აღნიშნულია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics