05:40 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 20:22:25, 718 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გმობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გმობს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, მათ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია უკვე მიაწოდეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ცნობისთვის, სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, 19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილ იქნა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics