|
2016-05-19 17:37:46, 503 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჰერბერტ ზალბერს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ჰერბერტ ზალბერს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგში არსებულ მთავარ საკითხებზე - მათ შორის, რუსეთის მხრიდან ძალის არგამოყენების ვალდებულების აღება, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება. მიხეილ ჯანელიძემ საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესზე, ისევე როგორც სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმებთან რუსეთის მხრიდან დადებული ე.წ. 'ხელშეკრულებების' იმპლემენტაციის სავალალო შედეგებზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის ძირითადი ინსტრუმენტის, მნიშვნელობაზე. მიხეილ ჯანელიძემ კვლავაც გაუსვა ხაზი მოლაპარაკებებში ქართული მხარის შედეგზე ორიენტირებული და კონსტრუქციული მონაწილეობის მზაობას და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებებში შეტანილი წვლილისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)