02:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 19:34:27, 654 ნახვა

პოლიტიკა
„სილქნეტი“ ე.წ. კაბელების საქმის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მასთან მიმართებაში დასახელებულ ფაქტებს უარყოფს

სს „სილქნეტი“  საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე ე.წ. კაბელების საქმის  თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში , სს „სილქნეტთან“ მიმართებაში დასახელებულ ფაქტებს კატეგორიულად არ ეთანხმება.

ამის შესახებ "სილქნეტის" განცხადებაშია ნათქვამი:

"დასანანია, რომ პროკურატურის განცხადება  თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში სს „სილქნეტის“ მონაწილეობასთან დაკავშირებით, შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რაც,  ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად აზიანებს, როგორც სს „სილქნეტის“ იმიჯსა და საქმიან რეპუტაციას, ასევე ვნებს ბიზნესს საზოგადოდ ქვეყანაში.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტმა“ 2 თვით ადრე იცოდა სახელმწიფო შესყიდვის დეტალები, ხოლო სხვა კომოპანიებს მხოლოდ 9 დღე ჰქონდათ საკუთარი წინადადებების მოსამზადებლად. პროკურატურის განცხადების ეს ნაწილი წინააღმდეგობაშია თავად პროკურატურის დასკვნით სიტყვაში მოყვანილ გარემოებებთან, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისი-კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენისა და მონტაჟის მოთხოვნა“ გაჩნდა მხოლოდ 2013 წლის 30 ივლისს. ბუნებრივია, აღნიშნული საჭიროების თაობაზე, მით უფრო, მის დეტალებზე, სს „სილქნეტს“ ორი თვით ადრე ვერ ეცოდინებოდა; სს „სილქნეტმა“, სხვა შესყიდვაში მონაწილე კომპანიების მსგავსად, შესყიდვის დეტალები 2013 წლის 27 აგვისტოს შეიტყო.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სს „სილქნეტის“ წინადადება არ შეესაბამებოდა სამინისტროს მოთხოვნებს, რასაც სს „სილქნეტი“ ვერ დაეთანხმება, ვინაიდან:

-  სახელმწიფო შესყიდვის საგანს წარმოადგენდა თბილისი-კოჯორი-ახალციხე-ბათუმის მიმართულებით „ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მიყვანის, ქსელური აპარატურის შეძენის და მონტაჟის მომსახურება“ და არა მაგისტრალის მშენებლობა;

სს „სილქნეტი“ არ იყო სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილე  ერთადერთი პირი; სს „სილქნეტის“ გარდა, ფასები წარადგინეს შპს „დელტაკომმა“ (10,498,200 ლარი),  შპს „ოპტიკ-ლაინმა“ (9,257,750 ლარი) და შპს „სპეცკავშირმა“ (12,886,226 ლარი). სს „სილქნეტმა“ წარადგინა 1 ძირითადი (მაგისტრალური არხის მშენებლობით) და 3 ალტერნატიული წინადადება. სს „სილქნეტის“ მიერ წარდგენილი შეთავაზებები სრულად შეესაბამებოდა სამინისტროს მოთხოვნებს, თუმცა ტექნიკური გადაწყვეტის სხვადასხვა ალტერნატივებს გულისხმობდა; ყველა ამ წინადადების ფასი გაცილებით ნაკლები იყო (5,800,000 – 6,800,000 ლარი, დღგ-ს გარეშე), ვიდრე სხვა მონაწილეების მიერ წარდგენილი ფასები. 

სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს შპს „დელტაკომს“ შეეძლო თავდაცვის სამინისტროსათვის იგივე მომსახურების უფასოდ შეთავაზება. თბილისი - კოჯორი - ახალციხე - ბათუმის მიმართულებით შპს „დელტაკომს“  სრულყოფილი საკაბელო ინფრასტრუქტურა არ გააჩნდა, რაც გამორიცხავდა მის მიერ ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერების სამინისტროსათვის მიწოდების შესაძლებლობას.

დასანანია, რომ საქართველის მთავარი პროკურატურის განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ სს „სილქნეტმა“ გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებებისა, სამინისტროს სიმბოლურ  ფასად (თვეში - 1000 ლარი) შესთავაზა 21 წლის მანძილზე  ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მომსახურება, მაშინ, როცა აღნიშნული მომსახურების საბაზრო ფასი თვეში დაახლოებით 20000 ლარია.. მეტიც, სს „სილქნეტმა“, გარდა იმისა რომ ყველაზე დაბალი ფასი შეთავაზა თავდაცვის სამინისტროს, ასევე იკისრა ვალდებულება დამატებით რიგი სხვა მიმართულებებით სამინისტროს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა ოპტიკურ-ბოჭკოვანი წვერები, რაზეც სს „სილქნეტი“ დეტალურად ვერ ისაუბრებს, დოკუმენტაციაზე საიდუმლო გრიფის არსებობის გამო.

„სილქნეტის“ ყველა თანამშრომელი უკიდურესად შეურაცხყოფილია კომპანიის მიმართ არამართებული განცხადებებით და მოვლენების ამგვარი განვითარებით. სილქნეტი ემიჯნება ყოველგვარ პოლიტიკურ პროცესებსა თუ დებატებს. გვინდა, ჩვენი ადამიანური თანაგრძნობა გამოვხატოთ დაკავებულების და მათი ოჯახის წევრების მიმართ",-აღნიშნულია "სილქნეტის" განცხადებაში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics