20:13 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 10:34:54, 335 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა

"რუსეთთან მიმართებაში პრაგმატული პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კიევში ვიზიტის დროს, უკრაინულ ონლაინგამოცემა день-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსეთთან მიმართებით პრაგმატული პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა. ჩვენ გვაქვს პოზიტიური წინსვლა კულტურისა და ვაჭრობის მიმართულებით, მეორე მხრივ კი, არის ნეგატიური ფაქტი, 2014 წლის ბოლოს რუსეთის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან. რაციონალური პოლიტიკის ინტენსიური წარმოებით საქართველო აჩვენებს მსოფლიოს, რომ მისი კეთილმეზობლური ურთერთობა მიმართულია პრობლემების არა საომარი, არამედ დიპლომატიური გადაჭრისკენ. ყველა ხედავს, რომ ჩვენ რაციონალურად ვმოქმედებთ, ხოლო რუსული მხარის პასუხები ამის ფონზე არის უფრო აგრესიული", - განაცხადა გიორგი  მარგველაშვილმა.

ამასთან, მარგველაშვილს კითხვა სააკაშვილისა და საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების  უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებაც დაუსვეს. გიორგი მარგველაშვილის მტკიცებით, ეს ფაქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს არ გააფუჭებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Z-ბლოგერებმა გაავრცელეს ინფორმაცია მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმის შესაძლო გაუქმების შესახებ ახალი უკრაინული რაკეტების გამო
კობახიძე: მივესალმებით აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო აფგან სადიგოვის საქართველოდან გაძევებაზე
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics