|
2016-05-18 13:52:55, 486 ნახვა
პოლიტიკა
„თავისუფალი დემოკრატების“ აქციას შესაძლოა, "ფორუმიც" შეუერთდეს
„ეროვნული ფორუმი“ შესაძლოა შაბათს დაგეგმილ აქციას შეუერთდეს, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატები“ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გამართავს. „ფორუმი“ პრეზიდენტს მიმართავს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალოს. შეუერთდება თუ არა „დემოკრატების“ აქციას „ფორუმი“ ამას პრეზიდენტის შეფასების შემდეგ გადაწყვეტენ. როგორც პარტიის „ერთ-ერთმა“ ლიდერმა ანი მიროტაძემ „ექსპრესნიუსს“ თემის კომენტირებისას განუცხადა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გამოსავალი მსჯავრდებულების შეწყალებაა, რათა ვითარება კიდევ არ დაიძაბოს. მისივე შეფასებით, საქმეში პოლიტიკური ნიშნები აშკარაა. „ეროვნული ფორუმი“ ელოდება პასუხს პრეზიდენტისგან. ჩვენი განცხადება იმას გულისხმობს, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ამ საქმესთან და სად ვხედავთ გამოსავალს, იმისათვის რათა ეს საქმე პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი არ გახდეს მოახლოებული არჩევნების ფონზე. ახლა ჩვენ ჯერ ველოდებით პრეზიდენტს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. დაველოდებით მას და შემდეგ უკვე სხვა გზებზე ვიფიქრებთ. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ სოლიდარულები ვართ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების მიმართ. პროკურატურის მტკიცებულებები მყარი და არგუმენტირებული არ არის. ამ ვითარებაში ყველაზე სწორად მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა მიიღოს გადაწყვეტილება - შეიწყალებს თუ არა მსჯავრდებულებს“, - აღნიშნა ანი მიროტაძემ. დეპუტატი აქვე დასძენს, რომ საქმის პოლიტიზირების ნიშნები ჩანს. მისივე თქმით, პრეზიდენტის შეფასება საორიენტაციოდ გამოადგებათ - შეუერთდებიან თუ არა აქციას. „რა თქმა უნდა ჩანს, რომ საქმე პოლიტიკის ნაწილი ხდება. იმისათვის რომ კიდევ უფრო არ დაიძაბოს ვითარება საჭიროა პრეზიდენტის გადაწყვეტილება. მას შეუძლია გამოიყენოს საკუთარი დისკრეცია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა შესაძლოა ამ ორ დღეში არ მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ პრეზიდენტი გააკეთებს განცხადებას, რომელიც საორიენტაციოდ გამოგვადგება როგორ მოვიქცეთ. ამ შეფასების შემდეგ გადავწყვეტთ გავალთ თუ არა აქციაზე. გუშინ მან გააკეთა შეფასება, მაგრამ დღეს ჩვენ მკაფიო გზავნილი გავაჟღერეთ, შესაბამისად ველოდებით მის განცხადებას“, - განმარტავს დეპუტატი. ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ამ საქმეს მაშინაც აპროტესტებდნენ, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობაში იყვნენ. „ჩვენ ვიყავით იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ორივე თავდებობაზე მოაწერეს ხელი, რათა ეს ბიჭები ციხიდან გამოეშვათ. ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ ექვსივე წევრი ჩაუდგა მათ თავდებში. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. თუ გაინტერესებთ იყო თუ არა ეს საქმე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, გიპასუხებთ, რომ დიახ. ჩვენ ვიყავით ჩართულები იმ დონეზე რაც საჭირო იყო“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ ანი მიროტაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)