02:34 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 09:23:55, 687 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა უარყოფითია

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონპროექტზე ჩემი განწყობა უარყოფითია,  როდესაც კანონი ჩემთან მოვა, მაშინ იქნება კონკრეტული ვერდიქტი ჩემი მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "რიონის" ეთერში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მიიღო პარლამენტმა კანონში ცვლილებები დაჩქარებულად.

"როგორც კი აღნიშნული პროცესი დაიწყო,  ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან დაისვა კითხვა,  რა საჭიროებას წარმოადგენდა კანონის ასე ფორსირებულად, სწრაფ რეჟიმში გატანა, რატომ არ ეგზავნება პროექტი ვენეციის კომისიას, რატომ არ არიან  ჩართული ამ დუსკუსიაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლები. სახელმწიფო სისტემა დამოკიდებულია რამდენიმე მნიშვნელოვან  ნაგებობაზე, ინსტიტუტზე -  ეს არის სასანართლო, საბანკო, აუდიტის სისტემა, პარლამენტი, მთავრობა.ეს ნაგებობები მთლიანობაში ქმნიან ეფექტურად მომუშავე სახელმწიფოს. მნიშვნელოვანია, ამ ინსტიტუტების უფლებამოსილებები იყოს დაბალანსებული. ჩემთვის შარშანაც გაუგებარი იყო, როდესაც დაიწყო ფორსირებული შეტევა ეროვნული ბანკის შესუსტებაზე, რამ განაპირობა ასეთი შეტევა. დღესაც გაუგებარი  ის ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, რომელიც პარლამენტმა მიიღო. მე არაერთხელ გამოვხატე ჩემი ნეგატიური დამოკიდებულება ამ კანონპროექტის მიმართ, რადგან ქვეყნის ფუნდამენტური სტრუქტურების თემით მუდმივი თამაში არ შეიძლება.  ჯერ პარლამენტს კანონპროექტი ჩემთვის არ გადმოუგზავნია. იმისთვის, რომ ვთქვა, ვეტო იქნება თუ არა, უნდა გავეცნო კანონოროექტს. გვაქვს ინფორმაცია, რომ იყო პროცედურული დარღვევებიც",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics